1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 ივნისს, 10:00-ზე ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასევე Supper App-ის აპლიკაციაში.
აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. რაც შეეხება ფასდაკლებებს: 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებიც Star Ring-ის ბილეთებს TBC-ის სტუდენტური ან მოსწავლეთა ბარათით შეიძენენ – აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ბილეთს TBC VISA ბარათით შეიძენს. 30%-იანი ფასდაკლება შეეხებათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) – ის მომხმარებლებს.