გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის და სს ,,აზოტის“ ორგანიზებით, რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, ლომოურის ქუჩაზე 100-ზე მეტი არიზონას კიპარისი დაირგო.
ეკო აქციაში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, რუსთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და ,,რუსთავ სერვისცენტრის“ წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლის გადაწყვეტილებით აღინიშნება.