დღეს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შედეგით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა გუნდი მეოთხედფინალში.
ნიდერლანდებთან შეხვედრამდე წინასამატჩო ვარჯიში საქართველოს 21-წლამდელების ნაკრებმა საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართა. მანამდე, მატჩის მასპინძელ „დინამო არენაზე“. როგორც ცნობილია, ტრავმის გამო ტურნირზე გორის „დილას“ კაპიტანი ნიკა გაგნიძე ვეღარ ითამაშებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამართული ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა და მეოთხედფინალში გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. ნიდერლანდებმა კი ჯერ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად მოგება სჭირდება.
მატჩი 27 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება.









