ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა

ინდოეთში, ოდიშას შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 288-ს მიაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 900-ს აღემატება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ 2 ივნისს ინდოეთში, ოდიშას შტატში, ქალაქ ბალასორის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.