ცესკოში 2024 წლის არჩევნებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები დაიწყო

​ცესკოში 2024 წლის არჩევნებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგის ფარგლებში სპეციალური, თანამედროვე აპარატი სმარტმატიკი წარადგინეს და მისი ფუნქციები შეისწავლეს. როგორც ცნობილია, მომავალ არჩევნებზე საარჩევნო ყუთის ნაცვლად ამომრჩევლებს სმარტმატიკის აპარატი დახვდებათ, რომელიც  ხმებს თვითონვე ითვლის.

აღსანიშნავია რომ  2000 წლიდან „სმარტმატიკის“  კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება