ძიუდოში ვასო ჩიხრაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

რუსთავში ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჯანგულ (ვასო) ჩიხრაძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

სპორტულ აქტივობაში 2008-2009 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა 12 წონით კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა.

ჯანგულ ჩიხრაძე სამწვრთნელო-სააღმზრდელო პროცესში 1982 წლიდან იყო ჩართული. მას აღზრდილი ჰყავს: მსოფლიო ჩემპიონები- ,,სამბოში“ ვეფხია ავალიანი, ბადრი ყვავილაშვილი, ბესო ბასილაშვილი, გიორგი შუბითიძე. ევროპის ჩემპიონები: ზვიად ჩინჩალაძე (უფროსი ასაკი), მიხეილ თურქაძე (ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი), ზებედა რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი ,,ძიუდოში“- (ჭაბუკები), ჭაბუკთა ოლიმპიადის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი,, სამბოში“ (ახალგაზრდებში). ვასილ ბერუაშვილი მეორე ადგილი ევროპის პირველობა ,,სამბოში“. ომარ მეტრეველი მეორე ადგილი ევროპის პირველობა ,,სამბოში“. ჩამოთვლილი ჩემპიონების გარდა ჩიხრაძეს აღზრდილი ჰყავს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალი ჩემპიონ- პრიზიორები: ფრიდონ ყვავილაშვილი, ავთანდილ ყვავილაშვილი, ძმები დარძულები ( დათო, გოგა, ნიკო), ზაურ გაგნიძე, ლადო აფციაური, დემეტრე ზედაშიძე და ელგუჯა ბარბაქაძე.

2021 წელს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით რუსთავის პარკში ჯანგულ ჩიხრაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.