ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი გოგო, მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს

ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი გოგო, მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება 9 ივნისს  დაიწყო

არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.