ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში დღეს მუსიკალური საღამო გაიმართა

ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში დღეს მუსიკალური საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო საღამო, ანომატორების აქტივობები, თოჯინების თეატრი და საპნის ბუშტების შოუ ჩატარდა

გაიმართა მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება ბენდი ბანდეროლისა და ჩვენებურების კონცერტით დასრულდა.

საღამოს მსახიობი და წამყვანი ლაშა გურგენიძე უძღვებოდა.