ბოლნისსში ღვინის ფესტივალი გაიმართება

17 ივნისს, ბოლნისში, ღვინის ფესტივალი „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გაიმართება!

ფესტივალში მონაწილეობას 70-ზე მეტი მეღვინეობა მიიღებს.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე ღვინოებს შორის მოეწყობა კონკურსი და გამოვლინდება 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს სიგელის მფლობელი ღვინო.

ღვინის ფესტივალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები და ღვინის ექსპერტები.

ფესტივალის ფარგლებში, ძველ გერმანულ უბანში გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. ფესტივალი დაიხურება ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით. ფესტივალზე დასწრება უფასოა.