საქსტატი მოსახლეობის მომავალი წლის აღწერის მოსამზადებლად სამუშაოებს იმერეთში იწყებს

დღეიდან საქსტატი მოსახლეობის მომავალი წლის აღწერის მოსამზადებლად სამუშაოებს იმერეთში იწყებს. დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.

საველე სამუშაოები 15 დღე გაგრძელდება; მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს. 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება.

მასშტაბური პროცესი, თუ რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში – საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.