ნინო ლაცაბიძე რუსთავის სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა

რუსთავის მერია ქალაქში სპორტის განვითარების ახალ კონცეფციაზე იწყებს მუშაობას.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაგეგმილი რეფორმების და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთაველ სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
300-მდე სპორტსმენს რუსთავის მერი ეტაპობრივად შეხვდა და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტები პრეზენტაციიის სახით წარუდგინა.
2023 წელს, რუსთავს საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბის სულ 70 ჩემპიონი ჰყავს. გაიზარდა მწვრთნელების ხელფასები და გაორმაგდა წარმატებული სპორტსმენების სტიპენდიები. გარემონტდა 5 სპორტული დარბაზი, მიმდინარეობს სკოლების სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია და ახალი შიდასაუბნო მოედნების მოწყობა.
ქალაქში აშენდა ნიჩბოსნობის ახალი აკადემია და დასასრულს უახლოვდება სპორტის სასახლის მშენებლობაც.