,,ოქსიგენ-ფესტი’’ იწყება

რუსთავის პარკში საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი”,1 და 2 ივლისს ,,ოქსიგენ-ფესტის“ ფარგლებში, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის ფესტივალს უმასპინძლებს, ასევე ოთხ, ხუთ და 6 ივლისს ოქსიგენის კინო დღეები გაიმართება.

დასკვნითი ნაწილი კი 7-8 და 9 ივლისი თანამედროვე მუსიკალურ დღეებს დაეთმობა სადაც სტუმრების წინაშე სხვადსხვა მუსიკალური ჯგუფები წარდგებიან.

მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს, ასევე გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.