1-ელი ივლისიდან რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებსა და კონტროლიორებს ხელფასი გაეზრდებათ

პირველი ივლისიდან რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებსა და კონტროლიორებს  ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ავტობუსების მძღოლებს ხელფასი 200, ხოლო კონტროლიორებს 100 ლარით გაეზრდებათ.

მისივე განცხადებით ქალაქისთვის იგეგმება 20 ახალი ავტობუსის შეძენაც, გარდა ამისა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი უფასო გახდება.

ამ საკითხების დასამტკიცებლად მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს.