,,რაც არ გერგება“ – გეგა ქურციკიძის სპექტაკლის პრემიერა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე

,,რაც არ გერგება“ აბსურდული კომედია ერთ მოქმედებად.

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა, მცირე სცენაზე მაყურებელს ახალი სპექტაკლი ,,რაც არ გერგება“ – ს შესთავაზა რომლის რეჟისორიც გეგა ქურციკიძეა.

ინსცენირება – ედუარდ უგულავას და მაია მიქაკას ეკუთვნის მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ანა დვალი, მუსიკალური გაფორმება – იმედა მურადაშვილს.

მონაწილეობენ: თეონა ხვედელიძე, გიორგი ბუაძე, მარიამ კვიტაიშვილი, ზურა ფიროსმანაშვილი, ალეკო ილარიონი, რეზო კოღოშვილი, სოფო ჩხიტუნიძე და თეა შარვაშიძე.

,,რაც არ გერგება“ – აბსურდამდე მისული სიტუაცია, როდესაც უბრალო ბუღალტრის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ჩნდება დიდი ფული, რომელსაც მოჰყვებიან უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები, რომლებიც ყველა გზით ცდილობენ, როგორმე მსუყე ნაჭერი მიისაკუთრონ იმ ტორტიდან, ფული რომ ჰქვია. ახალ-ახალი პერსონაჟების გამოჩენა და ჩახლართული მდგომარეობიდან ბუღალტრის მიერ გამოსავლის პოვნის მცდელობები სახალისო მომენტებს ქმნის პიესაში და მოულოდნელ ფინალს სთავაზობს მაყურებელს.

სპექტაკლი ნახვა რუსთავის თეატრში მაყურებელს კიდევ რამდენიმე დღე შეეძლება.