როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
გრილი და უხვნელექიანი ამინდის მერე 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.