რუსთაველმა ნიჩბოსნებმა ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის ტურნირზე 2 პირველი და 8 მესამე ადგილი მოიპოვეს.
შეჯიბრი ქალაქ ფოთში გაიმართა სადაც 7 ქალაქიდან 100-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
რუსთაველმა ნიჩბოსანმა გაბრიელ როყვამ 200 და 500 მეტრიან დისტანციებზე პირველი ადგილის მოპოვება შეძლო და ოქროს მედლებს დაეუფლა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.