რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცათ შპს-ებს „თამადა“, „ბილდინგ რუსთავს“ და სამ მოქალაქეს ქალაქის სხადასხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ობიექტების მშენებლობების დასრულების გამო რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
თანხმობა მიეცა ასევე შპს „კანაპუს“-ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემას.
ცვლილება შევიდა საკრებულოს N155 განკარგულებაში, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გასაცემი 10 ობიექტის გეგმის დამტკიცებას.
ცვლილებები ითვალისწინებს, აუქციონზე გასატანი ობიექტების შეცვლილი პირობებით გატანას.
მერიის მიერ ინიცირებული საკითხები სხდომაზე ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა წარადგინა.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგით N23 სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ თერთმეტ საკითხს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, რეგლამენტის თანახმად, სხდომა დახურულად გამოაცხადა.