რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში ვანდალიზმის შემთხვევებმა იმატა,განსაკუთრებით სხვადასხვა შინაარსის წარწერებმა შიდა სივრცეებში, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
მათივე ცნობით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება, ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღის ვადით.