რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს.
ხრამის სათავე ნაგებობაზე შახტური ჭების აღდგენის პარალელურად, კომპანია ,,რუსთავის წყალი” წყალსადენის ქსელის რეაბილოტაციას ქალაქის ტერიტორიაზეც ახორციელებს.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, კომპანია ,,რუსთავის წყალმა” გასული წლის ბოლოს რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.
რუსთავის კომპანიის მიერ განსახორციელებელი ინვესტიცია 30 მილიონი ლარია. პროექტის მიმდინარეობას ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს რუსთავის მერია.