სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი დემეტრაშვილი და სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ფოცხვერაშვილი ზაქარია ფალიაშვილის ,რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლისა და ჯანსულ კახიძის სახელობის N4 სამუსიკო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები და კონკურსები განიხილეს და დასახეს მომავალი სასწავლო წლის გეგმაც.
ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს გაწეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.











