რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ლიგა 3-ის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა .
საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” სართიჭალის “შტურმს” უმასპინძლა.
დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.
“შტურმი” 27-ე წუთზე კაპანაძის გოლით დაწინაურდა, მეორე ნახევარში კი საპასუხო გოლი “რუსთავიდან” კობერიძემ გაიტანა.
დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამჟამად სატურნირო ცხრილში “რუსთავი” 20 ქულით, მე-4 პოზიციაზეა.
ჩემპიონატის პაუზამდე დარჩენილია 1 ტური, სადაც “რუსთავი” ლანჩხუთის “გურიას” ესტუმრება. შეხვედრა 11 ივნისს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.