საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბოლნისში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძეს, მოადგილეებს და მერის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობა დეტალურად გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. რეფორმის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი აიზომება.
სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: