სტიქია ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელა.

ბოლნისში მოსული ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე წაიქცა კვიპაროსის ხე , რამაც გამოიწვია გზაზე მოძრავი ავტომობილის ტრაექტორიის შეცვლა და მისი დაზიანება.

ადგილზე მობილიზებული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების და სამაშველო სამსახურები.

გამწვანების სამსახურმის თანამშრომლებმა, სამაშველო სამსახურათან ერთად გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა.