„1-ელი ივნისიდან, A კატეგორიის ტაქსები, რომელთა წლოვანება არ აღემატება 10 წელს, ავტობუსის ზოლშიც იმოძრავებენ“, – ამის შესახებ 17 მაისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ“, – აღნიშნა კალაძემ.