ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ახალი ინიციატივები ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა

რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება.

გაზრდილი ბიუჯეტი და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ახალი ინიციატივები, რუსთავის მერიამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა.

ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების დეტალებზე, რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რუსთავის მერიმა ნონო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. განსახილველ საკითხთა შორის იყო 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების, შშმ პირებისთვის რუსთავიდან თბილისამდე ტრანსპორტის საფასურის სუფსიდირების, რუსთავისთვის 20 ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსის შეძენის საკითხები.

თემების აქტუალობიდან გამომდინარე, ნინო ლაცაბიძე, რუსთავის საკრებულოსგან რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს.