ქალაქის მართვისთვის კიდევ ერთი ახალგაზრდული პლატფორმა –  ,,თაობა მომავლისთვის” შეიქმნა

ქალაქის მართვაში ახალგაზრდების მონაწილეობის ახალი პლატფორმის ჩამოყალიბება, კამპანიით- ,,თაობა მომავლისთვის” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ნინო ლაცაბიძე, ქალაქის ყველა კერძო და საჯარო სკოლის უფროსკლასელს შეხვდა და ქალაქში მიმდინარე პროექტები და რუსთავის ახალი განვითარების გეგმა გააცნო.

კამპანიის ბოლოს, რუსთავის სკოლებში ,,სკოლის ელჩის” არჩევნები ჩატარდა. ,,სკოლის ელჩები” და ონლაინრეგისტრაციით შერჩეული სტუდენტები, კი ახალგაზრდული ჯგუფის ,,თაობა მომავლისთვის” წევრები გახდნენ და ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვას, პროექტების, ან კონსულტაციების სახით მიაწვდიან რუსთავის მერს.

ჯგუფის ,, თაობა მომავლისთვის” არცერთი წევრი არ არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და რეალური თვითმმართველობის განხორციელებაა.