ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონი გაიხსნა

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონი გაიხსნა.
სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების სისტემები. დამონტაჟდა სტადიონის სისტემა, გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედსარეკლამო კედლები. აშენდა სტადიონის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სტადიონზე შექმნილი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.
სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია.