ქუთაისში 15 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე ​ მდინარეში მოზარდი დაიხრჩო. 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

გარდაცვლილი მოზარდი სპორტსმენია, როგორც ცნობილია ის ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ქუთაისის” 15 წლამდე ასაკობრივი გუნდის წევრი იყო.