კომპანია ,,რუსთავის წყალი” ხრამის სათავე ნაგებობაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 ივნისს, 23:00 საათიდან 6 ივნისისი დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთავის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას(ინტერნატები)
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.