წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის დ. გარეჯის ჩიხი N6-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 19 ივნისს 18:50 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დ. გარეჯის N12,12ა,14,14ა,16,18 და გარეჯის ჩიხი N4,6
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.