წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის მელიქშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 1 ივნისს 15:30 საათიდან 21:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მელიქიშვილის ქუჩას ( გასასვლელებით )

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.