კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის პუშკინის ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 4 ივნისს, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: პუშკინის, წულუკიძის (გასასვლელები), ერისთავის, ორბელიანის და ჭონქაძის ქუჩებს
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.