საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია.
როგორც განცხადებაშია ვკითხულობთ, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.
საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.