1ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

რუსთავში, ახალგაზრდობს პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი პროგრამა 14.00.საათიდან ბავშვთა ნამუშევრების გამოფენით და რუსთაველი მეწარმეების პროდუქცის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება.
ბავშვთა დღეს რუსთაველ პატარებს ზღაპრის გმირები და ანიმატორები მიულოცავენ, მოეწყობა ორკესტრის კოსტუმირებული მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ და პატარა ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსლა.

17.00.სთ-დან საბავშვო-საესტრადო და ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეთა კონცერტი დაიწყება.

19.00. საათიდან, კი ,,არტ ლაიფის“ დრამერების შოუ გაიმართება.