12 ქართველი სტუდენტი აშშ-ში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის

ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამაში კიდევ თორმეტმა ქართველმა სტუდენტმა გაიმარჯვა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ისინი აშშ-ში მიმდინარე ზაფხულს გაემგზავრებიან და მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლიან:

„ვულოცავთ ელიზბარ ხვიჩიას, ვახტანგ ქაჩიბაიას, მარი ტოხოსაშვილს, სალომე სულაბერიძეს, მარიამ მალიძეს, მარიამ ჟორჟოლიანს, ნიკა გაჩეჩილაძეს, გულიკო მაჭარაშვილს, ნოდარ კვაჭანტირაძეს, ელენ გლაზოვას, მარიამ პირველსა და ირაკლი მაჭარაშვილს ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვებას!

ეს თორმეტი სტუდენტი საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ზაფხულს გაემგზავრება და მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის“, – წერს აშშ-ის საელჩო.