როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

საქართველოში 13 ივნისამდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.”

თბილისსა და რუსთავში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.