14 ივნისი – სისხლის დონორის მსოფლიო დღე

14 ივნისს მსოფლიო სისხლის უანგარო დონაციის დღეს აღნიშნავს. სისხლის უანგარო დონაციის დღეს​ რუსთავიც შეუერთდა  და პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

აქციაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრები, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები და პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმები .

სისხლის დონორის მსოფლიო დღე 2005წლიდან  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.