16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისს 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს სოფლებში სააკაძე, მარტყოფი, ახალსოფელი.
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, გამარჯვება, ვაზიანი, ლოჭინი, სართიჭალა, კახეთის გზატკეცილზე.
11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სამშვილდე, დაღეთი.
13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში 300 არაგველის, 9 ძმის, მამედოვის, 26 მაისის, ბაბეკის, ნასიმის ქუჩებზე, სოფლებში ჯანდარი, ყიზილაჯლო.
12:30-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ.ნინოს, გორგასლის, ცურტაველის, გამსახურდიას, სიონის, წმ. ნინოს, ვახტანგ მეფის, რუსთაველის, თევდორე მღვდლის, ნანა დედოფლის, ცოტნე დადიანის, გოგებაშვილის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.
13:10-დან 19:00 საათამდე – აბონენტებსდმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო, იაკუბლო, მაშავერა.
13:20-დან 16:20 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, ვარდისუბანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა, კაკლიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.