64 წლის პოპის დედოფალი,მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

64 წლის პოპის დედოფალი, მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. არტისტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკაში მას ინტუბაცია ჩაუტარდა.

მას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა. როგორც მომღერლის მენეჯერი აცხადებს, მადონა საავადმყოფოში გასულ შაბათს სასწრაფოდ გადაიყვანეს და რამდენიმე დღეა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

„მადონას განუვითარდა სერიოზული ბაქტერიული ინფექცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის კვლავ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.