კომპანია ,,რუსთავის წყალი” დ. გარეჯის N19 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 8 ივნისს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დ. გარეჯის N19, მაიაკოვსკის N23 და რუსთაველის 1 გასასვლელს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.