Tv4-ს ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ

დღეს Tv4-ს სტუმრად 27-ე და 25-ე ბაღების აღსაზრდელები და პედაგოგები ეწვივნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს ტელევიზიის სივრცე ასევე გაეცნენ ჟურნალისტის,ოპერატორის,ვიდეო-მემონტაჟისა და წამყვანის მოვალეობებს. საინტერესო აღმოჩნდა მათთვის კამერა და მიკროფონი, როლების მორგებასაც შეეცადნენ და ზოგმა მათგანმა ინტერვიუც კი ჩაწერა მეგობრებთან. ასევე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე სტუდიამ სადაც წამყვანი ქალაქისა და რეგიონის სიახლეებს წარადგენს, წამყვანის ამპლუაშიც შესანიშნავად გრძნობდნენ თავს და დღევანდელი შთაბეჭდილებებით სავსე დღე სამახსოვროდ აღბეჭდეს.