ბრაზილიის შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულიში ექსტრატროპიკული ციკლონის გამო მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 20 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ქარიშხალმა კოკისპირული წვიმა გამოიწვია და დატბორილ უბნებში ძებნა მიმდინარეობს, რათა აღმოაჩინონ კიდევ 20 დაკარგული
„შეშფოთებული ვართ კარაში არსებული ვითარების გამო. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად და სწრაფად მოვახდინოთ ძირითადი დაზარალებული ტერიტორიების დადგენა და ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”, – განაცხადა რიუ-გრანდი-დუ-სულის გუბერნატორმა.