თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოლოგები მუშაობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოლოგები მუშაობენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის უშვებენ. საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი ყველა პროცესი გადაიდო.

მიზეზად ანონიმურ ზარს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალებაა.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი ანალოგიური ვითარებაა გორის, ზუგდიდისა და ქუთაისის სასამართლოებში.