კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის ფალიაშვილის N6 -თან დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 16 ივნისს, 11:30 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას (გასასვლელებით) თბილისის, იალგუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის (1-29-ის ჩათვლით), მელიქიშვილის, დადიანის, ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის (ჩიხებით და გასასვლელებით) ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის (ლუწები), გზირიშვილის, კიკვიძის, ლესელიძის (ჩიხებით და გასასვლელებით) კლდიაშვილის (კენტებს) შიო არაგვისპირელის ქუჩებს.
16:30 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჭყონდიდელის დასახლებას (ინტერნატებს)
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით









