ავტომანქანები და მოწყობილობა, რომლითაც 4 სექტემბრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებენ.
კონტროლი განხორციელდება ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში
დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური აპარატით იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტზე მუშაობა და არსებული ცვლილებების მთავარი მიზანი იყო ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება საქართველოს ქალაქებში









