რეპერმა დრეიკმა გაამხილა, რომ 2Pac-ის ბეჭდის მფლობელი გახდა. ამის შესახებ დრეიკმა Instagram-ზე დაწერა.
Billboard-ის ცნობით, ბეჭედი Sotheby’s აუქციონზე $1 მილიონად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ჰიპ-ჰოპ არტეფაქტი გახდა. გვირგვინიანი ბეჭედი 14-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და ინკრუსტირებულებია ლალებითა და ბრილიანტებით. 2Pac-მა ბეჭდის დიზაინი 1996 წელს მოიფიქრა და სცენაზე თავისი ბოლო საჯარო გამოსვლის დროს, MTV Video Music Awards-ზე გაიკეთა.
როგორც ცნობილია, აუქციონზე ბეჭედი მუსიკოსის ნათლიამ გაიტანა.
შეგახსენებთ 2Pac-ი 1996 წლის სექტემბერში მოკლეს.
მსოფლიოს მასშტაბით კი 2Pac-ის 80 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული.