ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩს ბათუმის სტადიონი მასპინძლობდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ევროპის ასაობრივ ჩემპიონატს ორჯერ უმასპინძლა და ორივეჯერ ინგლისელებმა მოიგეს.