რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება.

ამ ეტაპზე, კომპანია “რუსთავის წყალმა” ზონირების პროცესიც დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდება წყლის მარაგის ეფექტური მართვა და ქსელზე დაზიანებების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები და დროც საგრძნობლად შემცირდება.

ზონირების ფარგლებში, კომპანია “რუსთავის წყალმა” , ქალაქის მასშტაბით ჯამში 32 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.