25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.
თბილისსა და რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.