წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის
ბათუმის ქ. ბაზართან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 28 ივლისს, 10:20 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ბათუმის ქ. N 30- დან 36 ჩათვლით, სააკაძის N 5 და ჭავჭავაძის ქუჩას სრულად

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.